მადლობა, რომ იღებთ მოსაწილეობას მოსასმენ ექსპერიმენტში!

თქვენ მოისმენთ წინადადებებს ორი სხვადასხვა მოსაუბრის მიერ. წინადადებები არის სხვადასხვა გამოგონილი ენებიდან მოტანილი, ფანტაზიისა და სამეცნიერო ფანტასტიკის სფეროდან. გთხოვთ რომ შეაფასოთ თითოეული მოსმენილი წინადადება სამ სხვადასხვა მასშტაბზე ( კარგი და ბოროტი, აგრესიული და მშვიდი, სასიამოვნო და არასასიამოვნო). მოსმენილი ენები გეცნობათ თუ არა არ არის ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი.

თქვენ შეგიძლიათ თითოეულ წინადადებას ორჯერ მოუსმინოთ. შეაფასეთ სპონტანურად და მონასმენის ზოგადი შთაბეჭდილებით იხელმძრვანელეთ. მშვიდ გარემოში მოუსმინეთ და თუ შესაძლებელია, გამოიყენეთ ყურსასმენები.

ექსპერიმენტი გრძელდება დაახლოებით 20 წუთი. თქვენ შეგიძლიათ ექპერიმეტი ნებისმიერ დროს შეწყვიტოთ.

მომდევნო გვერდზე გთხოვთ მიუთითოთ თქვენი პერსონალური მონაცემები და ასევე ენების ფლობის დონე. ანონიმურობა დაცულია. შეუძლებელი იქნება დასკვნების გაკეთება თქვენი იდენტობის შესახებ. ასევე თქვენი ტექნიკური მონაცემები, როგორიცაა მაგალითად თქვენი ინტერნეტ კავშირის IP ნომერი, იქნება მხოლოდ დროებით შენახული.

ონლაინ ექსპერიმენტში მონაწილეობით თქვენ ეთანხმებით თქვენი ანონიმური მონაცემების გამოქვეყნებას საცავში. დიდი მადლობა მონაწილეობის მიღებისთვის!

კონფიდენციალურობა

თუ თქვენ გაქვთ რაიმე ეჭვი თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერებასთან დაკავშირებით,თქვენ გაქვთ უფლება საჩივარი შეიტანოთ წევრი სახელმწიფოს სამეთვალყურეო ორგანოში. პასუხისმგებელი სამეთვალყურეო ორგანო ჰუმბოლდტის უნივერსიტეტისთვის არის ბერლინის წარმომადგენლობა მონაცემთა დაცვისა და ინფორმაციის თავისუფლებისთვის. ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის მონაცემთა დაცვის წარმომადგენლობის საკონტაქტო მონაცემებია: Unter den Linden 6, 10099 Berlin; E-Mail: datenschutz@uv.hu-berlin.de.

  1. მდედრობითი მამრობითი ? სხვა

*სავალდებულო გრაფა

მონაცემები იტვირთება

გვითხარით თქვენი მოსაზრება!

სანამ ვებგვერდს დატოვებთ, გთხოვთ გვითხრათ თქვენი აზრი.

ექსპერიმენტმა

დიდი მადლობა მონაწილეობისთვის!

დიდი მადლობა დახმარებისთვის. თქვენი პასუხები შეინახა. თქვენ შეგიძლიათ დახუროთ ბროუზერის ფანჯარა.

თქვენ შეგიძლიათ დამატებითი ინფორმაცია ექსპერიმენტთან და ასევე გამოყენებულ Percy Software თან დაკავშირებით მიიღოთ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით: percy@phonetik.uni-muenchen.de . მიღებული იქნება ასევე თქვენი მხრიდან კრიტიკა და გამოხმაურება.